ბიოფლავონოიდი

  ჩვენ ყველამ ვიცით რომ ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობის საწინდარია, მაგრამ რატომ არის ასეთი სასარგებლო და საჭირო? ალბათ გეცოდინებათ ის, რომ ისინი ვიტამინებს შეიცავენ, მაგრამ ამავდროულად მდიდარია ბიოფლავონოიდებითაც. დიეტოლოგები ამით 90-იან წლებში დაინტერესდნენ და დარწმუნდნენ იმაში, რომ ბიოფლავონოიდები ვიტამინებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიოფლავონოიდი, იგივე ვიტამინი P, მიეკუთვნება დიდ, ძლიერ ფიტოქიმიურ კლასს.გარდა იმისა რომ თავად ბიოფლავონოიდი გამოირჩევა…

ბროკოლი

კითხეთ ნებისმიერ დიეტოლოგს, ექიმს ან ნევროპათოლოგს ტოპ 10 საკვები და დარწმუნდებით იმაში, რომ ბროკოლი ყველა მათგანში იქნება. ბროკოლი შეიძლება ითქვას სამეფო ბოსტნეულია, რადგან მას გააჩნია უამრავი სასარგებლო თვისება, მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ბროკოლის მოყვანა პირველად მე-6 საუკუნეში, ჩრდილოეთ ხმელთაშუა რეგიონში დაიწყეს და ამის შემდეგ გავრცელდა რომის იმპერიაში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მას აქვს უამრავი დადებითი თვისება:…

გრეიფრუტი

გრეიფრუტს არ აქვს დიდი ხნის ისტორია. ის მე-18 სუკუნეში, ბარბდოსში იქნა აღმოჩენილი. ბოტანიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ იგი ფორთოხლის და პომელოსის (ციტრუსი) ნატურალური შეჯვარების შედეგად გაჩნდა. მე-19 საუკუნეში გრეიფრუტი ამერიკაში, კერძოდ ფლორიდაში შემოიტანეს და ამის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.გრეიფრუტს გააჩნია უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება. მისი გამოყენება შეიძლება წვენის და ზეთის სახითაც, ასევე სასარგებლოა მისი თესლიც….

რა არის კოლაგენი?

ალბათ ხშირად გსმენიათ სიტყვა კოლაგენი, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ვიტამინებზე და ტანის-სახის კრემებზე, მაგრამ რა არის კოლაგენი?! კოლაგენი არის ყველაზე უხვი პროტეინი ორგანიზმში, რომელიც გვხვდება კუნთებში, ძვლებში, კანში და მყესებში. ის ასრულებს წებოს როლს ჩვენს ორგანიზმში და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა. ის კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ეხმარება ორგანიზმს მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებაში. ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნის პროცესი…

თვალის ვიტამინები და საკვები

მხედველობის შემცირება გარდაუვალი მოვლენაა ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ თუ იკვებებით სწორად, შეგიძლიათ ეს პროცესი შეანელოთ და მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა. მაგალითად სტაფილო და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მიეკუთვნება საუკეთესო საკვებად მხედველობის დიდხანს შენარჩუნებისთვის,რადგან ეს საკვები მდიდარია ანტიოქსიდანტებით და თვალის ვიტამინებით, მათ შორის C, E, A ვიტამინებით, ცინკით, კაროტინოიდებით – ლუტეინი და ზეაქსანტინი. ეს იცავს თვალის…

ტოპ 10 გემრიელი და სასარგებლო წვენი

ხართ წვენების მოყვარული? მე არ ვგულისხმობ ვითომ ნატურალურ, შაქრიან, მაღაზიის წვენებს. სახლში დამზადებული წვენები წმინდვენ ორგანიზმს და უზრუნველყოფენ ძლიერი ანტიოქსიდანტებით. გთავაზობთ 10 სახეობის წვენის რეცეპტს: 1. ანთების საწინააღმდეგო წვენი ანთება, უამრავი დაავადების საწყისია. ანთება აზიანებს უჯრედებს და არტერიულ კედლებს, რაც იწვევს მაღალი სისხლის წნევას, ქოლესტერინის მაღალ დონეს, ართრიტს და მომნელებელი სისტემის დარღვევას. ანთებითი პროცესის ჩაცხრომის…

B2 ვიტამინით მდიდარი საკვები

რიბოფლავინი ანუ B2 ვიტამინი ასევე წყალში ხსნადი ვიტამინია.  B1  ვიტამინის მსგავსად ისიც ეხმარება ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში. ამასთან იგი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან, რაც შესაძლებელია დავუკავშიროთ კიბოს ერთ-ერთ წარმომქნელ მიზეზად. რიბოფლავინის სიმპტომებია ტუჩის კუთხეების დასკდომა, ანგინა, ჰიპერსენსიტიურობა შუქის მიმართ და შაკიკი. ამასთან, რიბოფლავინის დეპიციტი ხელს უშლის კოლაგენების წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სუფთა კანისთვის, რათა…

B1 ვიტამინით მდიდარი პროდუტები

თიამინი ანუ B1 ვიტამინი, წყალში ხსნადი ვიტამინია და გვხვდება საკვების გარკვეულ კატეგორიაში. B ვიტამინის სხვა სახეობების მსგავსად, თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესში და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია უჯრედების ფუნქციონირებაში. თიამინი განსაკუთრებით ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნაში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის, ფოკუსირებისთვის და სიძლიერისთვის. თიამინის დეფიციტს იწვევს დიეტა, რომელშიც არ არის ხორცი და ზედმეტი ალკოჰოლი….

პიტნის ზეთი

ჩვენდა სასიხარულოდ პიტნის ზეთს უამრავი დადებითი თვისება ახასიათებს როგორც გარეგანი ასევე შინაგანი გამოყენების დროს. პიტნის ზეთს ახასიათებს სიგრილის შეგრძნება და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. მას შეუძლია მოხსნას კუნთების ტკივილი, ასევე გამოირჩევა ანტიმიკრობული თვისებებით, სწორედ ამიტომ აქრობს პირში უსიამოვნო სუნს და არეგულირებს მომნელებელ სისტემას. პიტნის ზეთი რეკომენდირებულია კუჭის და მსხილი ნაწლავის მკურნალობის დროს, ის ასევე ხსნის ღებინების…

არგანის ზეთი

წამოიდგინეთ ნაყოფი, რომელიც ისეთი ნოყიერია, რომ თხების მის შესაჭმელად ხეზე ადიან. ამ შესანისნავი ხილის შიგნით თხილია, რომლისგანაც მიიღებენ არგანის ზეთს. ეს ხე იზრდება მაროკოში და ზალიან ნელა იზრდება. წლების განმავლობაში არგანის ზეთს იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად, სახის კანისა და თმის დასატენიანებლად. არგანის ზეთი მდიდარია A და E ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავით და ლინოლეური მჟავით….

ტოპ 10 საკვები იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად

1. ქუდინი სოკო შეიცავს მინერალ სელენისს, B ვიტამინის რიბოფლავინს, რომელიც ცნობილია, როგორც ვიტამინი B2 (აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნივთიერება ორგანიზმისათვის), ასევე შეიცავს ნიაცინს და PP ვიტამინს. ქუდიანი სოკოები ძალიან მნისვნელოვანი საკვებია. თუ ორგანიზმში სელენის დაბალი დონეა უფრო ადვილად შეგხვდებათ გრიპი. რიბოფლავინი და ნიაცინი კი დიდ როლს თამაშობენ იმუნურ სისტემაში. 2. Acai berry  სამწუხაროდ არ ვიცი ამ…

10 რჩევა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად

ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება ნამდვიკი ოცნებაა მათთვის ვინს წონას ზკონტროლებს, მაგრამ რამდენად სწრაფად წვავს თქვენი ორგანიზმი კალორიებს, დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზზე. ზოგი ადამიანი გამოირჩევა სწრაფი მეტაბოლიზმით. მამაკაცები ქალებთან შედარებით წვავენ მეტ კალორიას დასვენების დროსაც კი. ადამიანების უმრავლესობას 40 წელს ზევით მეტაბოლიზმის დონე უქვეითდება. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ასაკს, სქესს ან გენეტიკას, მაგრამ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მეტაბოლიზმი….