პროტეინი

პროტეინი, იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომელიც 20 ტიპის ამინომჟავების ჯაჭვისგან შედგება. ამათგან 11 ამინომჟავას ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, ხოლო დანარჩენი 9-ს კი დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან.

wp-1458381113907.jpeg

პროტეინი, იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომელიც 20 ტიპის ამინომჟავების ჯაჭვისგან შედგება. ამათგან 11 ამინომჟავას ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, ხოლო დანარჩენი 9-ს კი დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან. პროტეინი წარმოადგენს ორგანიზმის საშენ მასალას. ჩვენი ორგანიზმის ყველა ნაწილი შედგება პროტეინისგან მაგალითად : კუნთები, კანი, თმა, ფრჩხილები და ა.შ. ჰორმონების უმეტესობა პროტეინია. ის ასევე საჭიროა იმუნური და მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებისათვის. დიეტის და კვების რეჟიმის აუცილებელი დროს აუცილებელია პროტეინის საკმარისი რაოდენობის მიღება, რათა არ დაიშალოს კუნთი და მოხდეს მისი დროულად აღდგენა. თუ კვების რაციონში არ იქნება პროტეინი, ორგანიზმი დაიწყებს კუნთის დაშლას, რათა მიიღოს საჭირო პროტეინი.

wp-1458380865754.jpeg

პროტეინის დღიური ნორმა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე და დღიურ აქტივობაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ ბავშვებში და ორსულებში პროტეინის დოზა უნდა იყოს მაღალი, რადგან პროტეინი დიდ როლს თამაშობს ზრდასა და განვითარებაში. ასევე პროტეინის გაზრდილი დოზა უნდა მიიღონ მათ, ვინც დაკავებულია სპორტული ცხოვრებით რათა არ მოხდეს კუნთის დაშლა. პროტეინის დღიური ნორმის უხეშად დასათვლელად არსებობს ფორმულა:

წონა × 0.8 = პროტეინის დღიური ნორმა

wp-1458380650294.jpeg

ორგანიზმი, პროტეინის ათვისებისთვის,განსხვავებით ცხიმისგან და ნახშირწყლებისგან, ხარჯავს 30%-ით მეტ ენერგიას. იმისათვის, რომ მზარდი ენერგოდანახარჯების კომპენსაცია მოხდეს, ორგანიზმი იწყებს ენერგეტიკული მარაგის გამოყენებას ანუ ცხიმების დაშლას. ამიტომ შეუძლებელია ცხიმის წვა მოხდეს პროტეინის გარეშე. კიდეც ერთი დადებიტი მხარე, რაც პროტეინს გაჩნია გახლავთ ის, რომ იგი არასოდეს გარდაიქმნება ცხიმად, როგორც რს ნსხზსირწყლების შემთხვევაში ხდება. სწორედ ამიტომ საჭიროა, ჩვენს დღიურ რაციონშსი შევიტანოთ რაც შეიძლება ბევრი პროტეინით მდიდარი საკვები, რომელთა ჩამონათვალსაც შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.

Leave a comment